ეროვნულ არქივში დაცული ქართული ხელნაწერები Google Arts & Culture-ზე განთავსდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული, UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესული უძველესი ქართული ხელნაწერები Google Arts & Culture- ზე განთავსდა.

UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების პროგრამისა და Google Arts & Culture-ის თანამშრომლობის შედეგად UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესულ დოკუმენტებს Google Arts & Culture-ის პორტალზე ცალკე სექცია დაეთმო. მათ შორის სრულად არის წარმოდგენილი ეროვნულ არქივში  დაცული ყველა ის ხელნაწერი, რომელიც ამ დრომდე UNESCO-ს მიერ მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის ნაწილად არის აღიარებული.

აქვე შეხვდებით ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფლების უფროსის ქეთევან ასათიანის ონლაინლექციის ჩანაწერს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესული ქართული ხელნაწერების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრის კომიტეტმა 2013-2017 წლებში ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ზედიზედ სამჯერ შეიტანა. ეს დოკუმენტებია: ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა” (1745 წელი), IX-XV საუკუნეების 8 უძველესი ქართული ხელნაწერი და სახარება-პალიმფსესტი (IX-X, XII-XIII, XIV სს.)

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://artsandculture.google.com/project/memory-of-the-world/religion

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …