ეროვნულმა ბანკმა სს “პეისერა საქართველოზე” პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა

2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს “პეისერა საქართველოზე”, ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა.

სს “პეისერა საქართველოს” ბიზნეს მოდელი  ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს. ციფრული მოდელის გათვალისწინებით, “პეისერა საქართველოს” მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება დისტანციურად ფილიალებისა და სერვის ცენტრების გარეშე.

ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნეს მოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის ვადა განისაზღვრება.

სს “პეისერა საქართველოს” საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 4 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამისილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …