ეროვნული ბანკი იუსტიიის სახლიდან ჯერ არსად გადადის, $16.4 მლნ -ად ნაყიდ ოფისს 3 წლის შემდეგ გაყიდის

თბილისი (BPI) – სებ-ს ახალ საოფისე ტერიტორიაში ჯერ არცერთი თეთრი არ გადაუხდია. კობა გვენეტაძემ მპკ-ს სხდომის შემდეგ, უფლებამოსილებაგაზრდილ საზედამხედველო ორგანოს გაფართოების და შესაბამისად $50-მილიონიანი ოფისის აშენების საჭიროებაზე კიდევ განაცხადა. იუსტიციის სახლში, 2012 წელს, 16.4 მლნ -ად ნაყიდი ოფისი დღეს რა ღირს არ  დაუანგარიშებია, მის საბაზრო ღირებულებას დაადგენს 3 წლის შემდეგ, როცა გაფართოების დრო მოვა.

$16.4 მლნ მაშინ (10/2012)  ₾27 მლნ იყო, დღეს 50 მლნ ლარამდეა. უძრავი ქონების  გაძვირების  ტრენდიც გასათვალისწინებელია, რაც მომავალში უფრო ძვირად გაყიდვის შანსს იძლევა, თუმცა მყიდველის მოძიებაზე თადარიგის დაჭერაც არ იქნებოდა ურიგო.

სებ-ის პრეზიდენტს, მიწის ნაკვეთზე გარიგების გამჭვირვალეობის უმაღლესი სტანდარტით ჩატარებაზე ნათქვამის გამეორება მოუწია, როცა ჟურნალისტმა გარიგებაში ივანიშვილის ოჯახის ახლობლებთან კავშირზე ჰკითხა.

„მიწა კანონმდებლობის სრული დაცვით შეირჩა. ნაკვეთის მოძიების მიზნით, სებ-მა მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიას. აღნიშნული უწყებებისგან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში თავისუფალი მიწის არარსებობაზე მიღებული პასუხის შემდეგ კი, მოვიძიეთ სხვა ალტერნატივა“, – განაცხადა გვენეტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …