„ენერგო პრო ჯორჯია“ და „სოკარ ჯორჯია გაზი“ ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, რეგიონებში, სადაც უხვმა ნალექმა ელექტროენერგიისა და გაზსადენის ინფრასტრუქტურა დააზიანა, „ენერგო პრო ჯორჯია“ და „სოკარ ჯორჯია გაზი“ ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ.

„ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა მაღალმთიან რეგიონებში გამოიწვია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის დაზიანება. კომისია ჩართულია და მონიტორინგს უწევს „ენერგო პრო ჯორჯიას“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ სამუშაოებს. უწყვეტად გრძელდება სამუშაოები, გზების გაწმენდისთანავე კომუნალური კომპანიები იწყებენ ინფრასტრუქტურის შესაბამის აღდგენით სამუშაოებს. უკვე აღუდგა მომარაგება ბევრ აბონენტს გურიაში, აჭარაში, ასევე იმერეთის მაღალმთიან რაიონებში“,  – აღნიშნა დავით ნარმანიამ პრეს კლუბ „მთავარში“ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, კომუნალური კომპანიები მოსახლეობას სმს შეტყობინებების სახით პერიოდულად აწვდიან ინფორმაციას, თუ სად დაფიქსირდა ავარიები, რა პერიოდში მოხდება მისი აღმოფხვრა და როდის აღდგება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება.

 

შემთხვევითი სიახლე

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება და ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 5 ივნისს, სერბეთის რესბუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში, საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორისსაჰაერო მიმოსვლის შესახებ …