ენერგოომბუდსმენი კომუნალურების დაფარვაზე: პაკეტი სრულად მოიცავს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს

თბილისი (BPI) – ენერგოომბუდსმენი მთავრობის გადაწყვეტილებას კომუნალური გადასახადების დაფარვასთან დაკავშირებით მიესალმება და განმარტავს, რომ პაკეტი სრულად მოიცავს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს და საშუალო რგოლის მომხმარებლებს, რაც დადებითად აისახება მათ უფლებებზე.

“ენერგოომბუდსმენის სამსახური მზად არის მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია მომხმარებლებს, როგორც სატელეფონო კონტაქტის, აგრეთვე, სოციალური ქსელის დახმარებით”, – ნათქვამია ენერგოომბუდსმენის განცხადებაში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის აბონენტებისთვის შეღავათები დაწესდა. სრულად დაიფარება ელექტროენერგიის დავალიანება იმ აბონენტებისთვის, რომლებმაც 200 კილოვატი და უფრო ნაკლები მოიხმარა თვის განმავლობაში და აგრეთვე 200 კუბური მეტრი და უფრო ნაკლები დანახარჯი ჰქონდა გაზზე. სუბსიდირება შეეხო წყალმომარაგების და დასუფთავების მომსახურებასაც. არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, არაერთი მოქალაქე დარჩა სამსახურის და შემოსავლის გარეშე, შესაბამისად მომხმარებლები ვეღარ ახერხებდნენ პერიოდული ვალდებულებების შესრულებას და კომუნალური გადასახადების დაფარვას.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …