ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სემეკის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წარმომადგენლები დააჯილდოვა. ჯილდო გადაეცათ გოჩა შონიას, დიმიტრი ნამგალაძეს, ზოია გურიელიძესა და მიხეილ სულაძეს.

გოჩა შონიას ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. 2011 წლიდან დღემდე არის სემეკის წევრი. სხვადასხვა პერიოდში იყო სემეკის ტარიფებისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტის ელექტროენერგეტიკის სამმართველოს უფროსი, ინფორმაციული და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, სს „თბილსრესის“ საწარმოო-ტექნიკური სამმართველოს მთავარი სპეციალისტი. მას განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე, დამთავრებული აქვს ასპირანტურა. გოჩა შონიას ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით შემუშავებულია არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა და ნორმატიული აქტი.

დიმიტრი ნამგალაძეს ენერგეტიკის სექტორში 50 წელზე მეტი საქმიანობის გამოცდილება აქვს. იგი არის სემეკის მრჩეველი, ხელმძღვანელობდა სემეკის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტს.  სხვადასხვა პერიოდში მინიჭებული აქვს დოცენტისა და პროფესორის აკადემიური წოდება, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ეროვნული ენერგეტიკული აკადემიის წევრი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების ასოციაციის (IAHR) ნაციონალური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, მილსადენების საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 42 წლიანი გამოცდილება აქვს ზოია გურიელიძეს. იგი 1997 წლიდან დღემდე არის სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, წლების განმავლობაში იყო საპროექტო, საძიებო და კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტის ინჟინერი. მისი უშუალო მონაწილეობით შექმნილია არაერთი ნორმატიული აქტი.

მიხეილ სულაძე არის სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სხვადასხვა პერიოდში იყოს საქენერგოს ტექნიკური განყოფილების უფროსი, PA Government Service of Georgia-ს გამრიცხველიანების ტექნიკური ზედამხედველი, სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის“ უფროსი ინჟინერი, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სარელეო დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი. მას ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს.

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …