სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი პროექტ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ახალ კურსს იწყებს. თემატიკა შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე სიახლეებს:
- ელექტროენერგიის საცალო ბაზარი (მათ შორის, თელმიკო/თელასის ფუნქციები, ვალდებულებები, სემეკის რეგულირების მექანიზმები);
- ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი (ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი, ენერგეტიკული ბირჟა, საბალანსო და დამხმარე ბაზრები, ბაზრების მონიტორინგი და ა.შ);
- კონკურენცია ენერგეტიკის სექტორში;
- წყალმომარაგების სექტორის არსებული გამოწვევები და უცხოური ინვესტიციები (გამოწვევები, მოსალოდნელი შედეგები);
- სემეკის სტრუქტურა და ორგანიზაციული კულტურა.
ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა უწყებებიდან. კურსის ფარგლებში დაგეგმილია 6 შეხვედრის ორგანიზება. კურსი დაიწყება 12 მარტს და ჩატარდება კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს, 12:00 საათზე, ხანგრძლივობა იქნება 2-3 საათი. მონაწილეებს შეეძლებათ შეხვედრაზე როგორც ფიზიკური, ასევე დისტანციური დასწრება. კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.
მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემული ბმულის საშუალებით:
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 11 მარტი, 18:00 საათი.