ელექტროენერგეტიკის სექტორში, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საყოფაცხოვრებო ტარიფი საქართველოშია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნა განხლებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ევროპის 38 ქვეყანას შორის ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საყოფაცხოვრებო ტარიფები საქართველოში მოქმედებს. ამასთან, სემეკის განცხადებით, საქართველოზე დაბალი საყოფაცხოვრებო ტარიფი მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენლია სხვადასხვა ქვეყანაში ელექტროენერგეტიკის არსებული საყოფაცხოვრებო ტარიფები (გადასახადების ჩათვლით).

რაც შეეხება ფასების კონკრეტულ მოცემულობას საქართველოს შემთხვევაში.  ქვეყანაში მოქმედებს საფეხურებრივი ტარიფი, რომელიც 3 საფეხურისგან შედგება:

I საფეხურს მიეკუთვნება 0 კვტ/სთ-დან 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით, II საფეხურს 101 კვტ/სთ-დან 301 კვტ/სთ-ის ჩათვლით, ხოლო III საფეხურს 301 კვტ/სთ-დან მოხმარებული ელექტროენერგია. ფასების მიმდინარეობა მოცემულ ინტერვალებზე შემდეგია:

  • 0 კვტ/სთ-დან 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით – 18.041 თეთრი
  • 101 კვტ/სთ-დან 301 კვტ/სთ-ის ჩათვლით – 22.053 თეთრი
  • 301 კვტ/სთ-დან მოხმარებული ელექტროენერგია – 26.537 თეთრი

ამასთან, უშუალოდ მომხმარებელი ელექტროენერგიის საფასურს იხდის  30 კალენდარულ დღეში. საფასური კი განისაზღვრება მოხმარებული ელექტროენერგიის იმ ტარიფით, რომელიც დაწესებულია ამა თუ იმ საფეხურზე.

შეგახსენებთ, რომ განახლებული რეგულაციებით, საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდებას ახორციელებენ  ნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, ელექტროენერგიის საჯაროს სახით მიმწოდებელი და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი კომპანიები სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …