ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში – ირაკლი ღარიბაშვილი

ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები.

„უფრო კონკრეტულად მინდა გითხრათ, რომ იანვარში ჩვენ გვქონდა 18%-იანი ზრდა, თებერვალში 14.6% იყო ჩვენი ეკონომიკის ზრდა და მარტში უკვე რეალური ზრდა – 10.6%, რაც ჯამში 14.4% გამოვიდა, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა საზოგადოებას ძალიან მოკლედ ვუთხრა, რომ იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები. ასე რომ, მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში სასწავლო კურსზე „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები“ რეგისტრაცია გამოცხადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში სასწავლო კურსზე …