ეკონომიკა იანვარში 5,1%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – 2020 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, დამამუშავებელი მრეწველობა. კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში.

შემთხვევითი სიახლე

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ვაშლის წარმოება და ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

2025 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი – 14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 20.6 ათასი ტონა ვაშლის …