ეთგარ კერეთი და დათო ტურაშვილი  – შემოქმედებითი წერა აქ.ახლა

თბილისი (BPI) – თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება.

16 ივლისს 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს  ვირტუალურად დაესწროს მწერალ ეთგარ კერეთის სესიას თიბისის (https://www.facebook.com/tbcbank) და საბას (https://www.facebook.com/saba.com.ge) Facebook გვერდების დახმარებით.

ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება და მისი მოდერატორი მწერალი დათო ტურაშვილი იქნება.

ეთგარ კერეთი მსოფლიოში აღიარებული ისრაელელი მწერალია, რომელიც მოთხრობებით და გრაფიკული რომანებითაა ცნობილი, ის ასევე წერს სცენარებს ფილმებისთვის და სატელევიზიო გადაცემებისთვის. მისი ნაწარმოებები თარგმნილია 45-ზე მეტ ენაზე მსოფლიოს მასშტაბით.

ქართულ ენაზე ავტორი ორჯერ გამოიცა. 2007 წელს, გამომცემლობამ M Publishing პროზაული კრებული „ნებროთმა გარეკა“ გამოსცა, ხოლო 2015 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ კრებული – „უეცრად კარზე აკაკუნებენ“, ორივე წიგნი თამარ ბაბუაძემ თარგმნა.

სესიის – „შემოქმედებითი წერა – აქ.ახლა“ ფარგლებში, ეთგარ კერეთი ისაუბრებს წლების განმავლობაში გავლილი სამწერლო გზის, მკითხველებთან ურთიერთობის, მსოფლიოში მოგზაურობის და იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც იზოლაციაში შეიცვალა და რამაც, მას როგორც ავტორს, სრულიად ახალია აღმოჩენების გაკეთების საშუალება მისცა.

 

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …