ევროპულ ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაცია გრძელდება

აჭარის პოპულარიზაცია ევროპულ ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, უნგრეთის დედაქალაქში გაიმართა სპეციალური მიღება “ერთი დღე საქართველოში – გაიცანი აჭარა“, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე, ქართული კულტურა, ღვინო და გასტრონომია იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით პრეზენტაცია ჩატარდა უნგრეთის წამყვანი მედია საშუალებების, ტურ-ოპერატორების და ბლოგერებისთვის.

მათ შორის ავიაკომპანია wizzair-ის, მედიაგამოცემების budapest time-ის, dailynews-ის, hungary-ის და წამყვანი მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან. უნგრეთში გამართული შეხვედრების მიზანი, ბათუმის, როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოზიციონირება და ქვეყანაში ევროპელი ტურისტების მოზიდვაა.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს – ახალი რეგულაციების მოლოდინში

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ ახალ ინიციატივაზე, რომელიც მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას …