ევროპის სამოგზაურო გამოცემების ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან სამოგზაურო და სათხილამურო მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. Neue Zürcher Zeitung-ის, Powderguide-ის ki Actu-ს, MK Sport-ის, Snowboard International Magazine-ისა და Sidetracked Magazine-ის 6 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი სვანეთს ესტუმრა. უცხოური მედიის წარმომადგენლებმა სვანეთის სამთო კურორტები დაათვალიერეს, მესტიაში პრესტურის მონაწილეები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის ფესტივალს „გიზ-გიზი“ დაესწრნენ. უცხოელი ჟურნალისტები სვანეთში მიმდინარე ფრირაიდის მსოფლიო ტურს Freeride World Tour Freeride World Tour აშუქებენ, სადაც სხვადასხვა ქვეყნის რაიდერები მონაწილეობენ.
“საქართველო და სვანეთი ძალიან შთამბეჭდავია, აქაური მთები ძალიან დიდი და მასიურია, მე ვურჩევდი ხალხს ჩემს ქვეყანაში, რომ საქართველოში იმოგზაურონ, რადგან აქ საოცარი სათხილამურო ტრასებია, მაღალი ხარისხის თოვლია და ულამაზესი ბუნებაა“-ამბობს პრესტურის მონაწილე ავსტრიელი ჟურნალისტი ტიმო მაკვანი.

“საქართველოში ფრირაიდის მსოფლიო ტურს ვაშუქებთ, გავიცანით შესანიშნავი ქართული კულტურა, ბუნება და გასტრონომია. ერთი სული მაქვს საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები გავუზიარო ჩემს მკითხველს ყველა იმ არაჩვეულებრივი ტურისტული მიმართულების და ფრი რაიდის ტურის შესახებ, რომელსაც საქართველოში გავეცანი. საქართველო ნამდვილად იდუმალი მარგალიტია„-ამბობს ალვა, ესპანელი ჟურნალისტი.
„ძალიან მომეწონა საქართველო, ძალიან კარგი ხარისხის თოვლია, ხალხი ძალიან კარგია, კერძებიც ძალიან მომეწონა. აქ ძალიან ბევრი აქტივობაა, შესაძლებელია თხილამურებით, სნოუბორდით სრიალი, ფრირაიდინგი, სკიტური. ვფიქრობ საქართველოში კვლავ დავბრუნდები“- ამბობს პრესტურის მონაწილე ელიზა, ფრანგი ჟურნალისტი.
პრესტურის მონაწილეები საქართველოს ზამთრის ტურისტული მიმართულების, სამთო სპორტის, ქართული კულტურისა და სამზარეულოს შესახებ სტატიებსა და ვიდეო რგოლებს ამზადებენ.

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.