ევროკავშირსა და დსთ-ში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა

თბილისი (BPI) – ქართულ პროდუქციაზე ევროკავშირსა და დსთ-ს ქვეყნებში მოთხოვნა გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ევროკავშირში 620.1 მლნ დოლარის ექსპორტი გავიდა, 16.3%-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მთლიანი ექსპორტის 22.8%-ია. იმპორტი 1,67 მლრდ დოლარს აღწევს, 10.6%-ით ნაკლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი იმპორტის 25.8%.

სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2,3 მლრდ დოლარი შეადგინა, მაჩვენებელიო ერთი წლის განმავლობაში 4.6%-ით ნაკლებია.

სავაჭრო დეფიციტი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 27.9%-ით განისაზღვრა.

საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1,43 მლრდ დოლარის საქონელი, რაც 23.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.6%-ია.

იმპორტის მოცულობა 1,704 მლრდშ დოლარს გაუტოლდა, 12.4%-ით ნაკლები, რაც მთლიანი იმპორტის 26.3 %-ია.

სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3,135 მლრდ დოლარი შეადგინა, მაჩვენებელი 0.9%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წლის იანვარ-სექტემბერში მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 7.3% იყო.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …