ევროკავშირის პროგრამით 7 მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები ჯამში 4 მლნ ლარით დაფინანსდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.
მთავრობამ დაამტკიცა ცვლილებები განკარგულებაში „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების დასაფინანსებლად ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, რომლის თანახმად, ურბანული განახლების, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების მიზნობრივი პროექტები 2021-2022 წლებში განხორციელდება ლაგოდეხის, თელავის, ქუთაისის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, წყალტუბოსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს ჯამში გადაეცემათ 3 774 097 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების თანადაფინანსება 42 ათას ლარზე მეტი იქნება.
დასაფინანსებელი პროექტები შეირჩა უშუალოდ მუნიციპალიტეტების ინიციატივითა და პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების საფუძველზე.

ევროკავშირის პროგრამით 7 მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები ჯამში 4 მილიონი ლარით დაფინანსდება. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში – კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საპილოტე 4 რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის უკვე გამოყოფილია 48 მილიონ ლარამდე.

შემთხვევითი სიახლე

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფს სემეკის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წარმომადგენელი, თამარ პარუნაშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი …