ლიბერთი ბანკი ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელს გადმოიბარებს

დღეიდან, სს ლიბერთი ბანკი გადმოიბარებს სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელს. ყველა დეპოზიტარის ინტერესი დაცული იქნება, ხოლო მოთხოვნები – მათ შორის, დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელის – სრულად დაკმაყოფილებული. შესაბამისი კომუნიკაცია განხორციელდება თითოეულ მომხმარებელთან. მუშაობა პორტირებაზე დაწყებულია და 3 მარტიდან, ეტაპობრივად, ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს სს ლიბერთი ბანკი თავის ფილიალებში მოემსახურება. მომხმარებლები დეტალურ ინფორმაციას ასევე მიიღებენ მომსახურე ბანკირებისგან.

სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

“ახალი ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთერთ უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს პორტფელის დივერსიფიკაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება გადმოიბაროს ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება და ამით ხელი შუწყოს საქართველოში მოქმედ ბიზნესებს შეუფერხებლად მუშაობაში. ამას გარდა, სს ლიბერთი ბანკი შესაძლებლობას აძლევს აღნიშნულ პორტფელთან დაკავშირებულ ვითიბი ბანკის თანამშრომლებს გააგრძელონ თავისი საქმიანობა და შემოუერთდნენ ლიბერთის პროფესიონალების გუნდს”, აცხადებს სს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …