დუშეთში ისტორიული ქუჩებისა და სახლების განახლებაზე ₾5,1 მლნ დაიხარჯება

თბილისი (GBC) – დუშეთში ისტორიული ქუჩებისა და სახლების ურბანული განახლება დაიწყო. პროექტი 2020 წლის შემოდგომაზე დასრუდლება.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ სახლებს, მათ შორისაა ილია ჭავჭავაძისა და აპრელოვების  სახლები.

ჯამში რესტავრაცია 40 ისტორიულ სახლს ჩაუტარდება, საიდანაც 24 კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.

პროექტი ასევე ითვალისწინებს დუშეთის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს და შამანაურის ქუჩების და ცენტრალური პარკის მიმდებარე მონაკვეთების განახლებას.

პროექტზე 5.1 მლნ ლარი დაიხარჯება. მას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საერთაშორისო ფორუმზე სასმელი წყლის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის …