დრო არ ითმენს, ვიმოქმედოთ პრინციპულად – მამუკა ხაზარაძე

თბილისი (BPI) – დრო არ ითმენს, ვიმოქმედოთ პრინციპულად – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერის თქმით, მთავრობასა და საპატრიარქოს შორის მიღწეული შეთანხმება, არ შეესაბამება ჯანდაცვის სისტემის მიერ კორონავირუსთან ბრძოლისათვის შემუშავებულ სტრატეგიას და სტანდარტებს.

,,ჩვენი ქვეყანა რეალური განსაცდელის წინაშე დგას. ამ ვითარებაში დიდი სიფრთხილე და  გონიერება მოგვეთხოვება ყველას – თითოეულ მოქალაქეს,  მაგრამ ახლა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებას და ეკლესიას ეკისრება.

სამწუხაროდ, დღეს ისევ არ ჩანს სახელმწიფოს როლი. ხელისუფლება ისევ ათამაშებს ბურთს სხვის მოედანზე და საკუთარი პასუხისმგებლობის მოქალაქეებზე გადაბარებას ცდილობს. დაუშვებელია ასეთ კრიტიკულ ვითარებაში საჯარო ინსტიტუტების მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნა და მოქალაქეების მიტოვება რთული სამოქალაქო, სამართლებრივი და აღმსარებლობითი საკითხების გადაწყვეტისას”, ამბობს ხაზარაძე.

ლელო ხელისუფლებისგან მკაფიო პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა არ უნდა დააყენოს საფრთხის ქვეშ.

“აქვე მოვუწოდებთ საქართველოს მართლმადიდებელჯ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის იდგა ადამიანების სულიერი და ფიზკური სიმრთელის სადარაჯოზე, პატივი სცეს კანონს და შეასრულოს აკრძალვა, რომლის მიზანი ჩვენი მცირერიცხოვანი ერის გადარჩენაა და არა რწმენის შეზღუდვა, მოუწოდოს მრევლს სახლში დარჩენისკენ, რათა საკუთარი სახლებიდან ვილოცოთ ჩვენი ქვეყნისთვის.

მივესალმები იმ სასულიერო პირთა პოზიციას, ვინც  განაცხადა, რომ სახლში დარჩენა არის პანდემიასთან ბრძოლისთვის აუცილებელი ზომა და სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება მრევლის  გარეშე.

კანონი უზენაესია. ქრისტეს ტაძარი ჩვენს გულშია. გილოცავთ დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს’’, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …