დოლარი ლართან გამყარდა, ევრო გაუფასურდა

თბილისი (BPI) – 24 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.6984 ლარი შეადგინა. დღეს მოქმედი კურსი იყო 2.6981 ლარი. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.03 თეთრი შეადგინა.                      

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0246 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0359 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.13 თეთრი შეადგინა.   

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4595 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.4912 ლარი ეღირება.                                                             

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …