თბილისი (BPI) – დმანისში, წალკასა და კაზრეთ-ბალიჭში მცხოვრები 16 000 ოჯახი პარლამენტის მაჟორიტარი წევრის, კახა ოქრიაშვილისა და ასევე, დმანისის, წალკისა დ ბოლნისის მუნიციპალიტეტების მერების ერთობლივი ძალისხმევით, 500 000 ლარის ოდენობის საკვებ პროდუქტს მიიღებს.
უპრეცედენტო აქცია, რომელიც სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, უკლებრივ ყველა ოჯახს შეეხება, 27 აპრილიდან დმანისის, ხოლო 29 აპრილიდან წალკის მუნიციპალიტეტში აქტიურად დაიწყება.
ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს, მაჟორიტარმა, აუქციონის წესით, პირადი სახსრებით, ჯამში, 32 000 ლიტრი ზეთი, 48 000 კგ მაკარონი, 32 000 კგ ბრიჯი, 32 000 კგ წიწიბურა და 32 000 კგ შაქარი შეიძინა. შესაბამისად, პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებული კალათა 16 000 ოჯახზე სრულად და თანაბრად გადანაწილდება, ხოლო თითოეული ოჯახი ორ ლიტრ ზეთს, 3 კგ მაკარონს და 2-2 კგ ბრინჯს, წიწიბურასა და შაქარს მიიღებს.
აღნიშნული აქციით, კახა ოქრიაშვილი თანადგომას უცხადებს ქვეყანაში არსებულ საგანგებო და საკარანტინე რეჟიმში მყოფ 16 000 ოჯახს და იმედოვნებს, რომ აღნიშნული დახმარება მცირედით მაინც შეამსუბუქებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას.