OLYMPUS DIGITAL CAMERA

დიდ ბრიტანეთში მგზავრმა easyJet-ის პილოტი შეცვალა

დიდ ბრიტანეთში მგზავრმა easyJet-ის პილოტი შეცვალა, რომელიც თავის მხრივ სამსახურში არ გამოცხადდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, easyJet-ს, რომელსაც მანჩესტერიდან ესპანეთის ქალაქ ალიკანტეის მიმართულებით რეისი უნდა განეხორციელებინა, პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რადგანაც ერთ-ერთი პილოტი სამსახურში არ გამოცხადდა. მგზავრმა მაიკლ ბრედლიმ, რომელსაც პილოტის დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობა თან ჰქონდა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ შესაძლოა რეისი არ განხორციელებულიყო, ავიაკომპანიას დახმარება შესთავაზა.

easyJet-ში აცხადებენ, რომ მგზავრს პილოტის მოვალეობის შესრულების ნებართვა მას შემდეგ დართეს, რაც მგზავრის შესახებ ყველაფერი შეისწავლეს და პილოტის ლიცენზიის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მოიძიეს.

easyJet-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული შემთხვევა იყო გამონაკლისი.

პილოტმა და ავიაკომპანიამ რეისი დროულად განახორციელეს. ფრენის დასრულების შემდეგ easyJet-მა პილოტს მადლობა გადაუხადა.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …