დეპოზიტების 92% 2 ბანკშია

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 01.09.2021-ის 35.41 მლრდ ლარი შეადგინა (+0.8%m.m, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე + 1.05%m.m). არასაბანკო დეპოზიტების 89 .4% 5 ბანკშია, მათ შორის 3 სისტემური ბანკია, 1 რუსული კაპიტალით (ვითიბი) და მე-5, ადგილობრივი, ქართუ, სადაც კლიენტების 1.005 მლრდ -ის ანგარიშებია.

სებ-ის სტატისტიკით, აგვსტოში ვადიანი დეპოზიტები 56.4 მლნ ლარით, (+0.36%m.m; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე +0.56%). მოთხოვნამდე, 231.43 მლნ ლარით (+1.2%m.m; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა +1.45%m.m).

19.3 მლრდ ლარის,  ფიზიკური პირების ანაბრებია, რომლის 80.5% 2 ბანკშია.  სისტემური ბანკების შეთავაზებით ამ დროსთვის ლარში მაქსიმალური სარგებელია (Y.Y)- 11.6%, აშშ დოლარში 0.6%; ფუნტში -0.6% და ევროს ანაბარი უსარგებლოა -0%.   მსხვილპორტფელიანი 5 ბანკის წილი 92.4%-ია (სულ, ფიზ და იურიდიულ პირების დეპოზიტებში (ბანკების დეოპოზიტების გარეშე) 89.4%).

ბანკების TOP-5 საცალო ანაბრებით 

  01.09.2021 Q3/2021
000 ₾ 000 ₾
საქართველოს ბანკი 7,838,442 7,156,191
თიბისი ბანკი 7,691,590 6,672,322
ლიბერთი ბანკი 1,194,807 1,195,850
ვითიბი ბანკი 669,138 607,082
პროკრედიტ ბანკი 460,506 469,038

წყარო: კომერციული ბანკები

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …