დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება – ირაკლი კოვზანაძე

„ევროპული სტანდარტების დეპოზიტების დაზღვევის სისტემა  ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.  ამ სფეროში   ევროპულ  სტანდარტებთან დაახლოების მორიგი ნაბიჯი პარლამენტმა გასული წლის აპრილში საკანონმდებლო ცვლილებებით გადადგა, რომლის თანახმად 1 იანვრიდან  დეპოზიტების დაზღვევის სიტემა იურიდიულ პირებზეც ვრცელდება.“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს თავმჯდომარესთან  შეხვედრისას განაცხადა.

პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე  ირაკლი კოვზანაძემ ოთარ ძიძიკაშვილისგან  ინფორმაცია  მოისმინა თუ როგორ მიმდინარეობს დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების ჩართვის პროცესი.

„ამ ეტაპზე საბანკო სექტორში განთავსებული  ფიზიკური პირების დეპოზიტების მთლიანი მოცულობა 20, 2 მილიარდ ლარზე მეტია,  აქედან დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა 4,5  მილიარდ ლარს აჭარბებს, სისტემაში იურიდიული პირების ჩართვის შედეგად   2022 წლის ბოლოსთვის, თითქმის 5 მილიარდი ლარი იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.“- აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.  „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან,  დეპოზიტების დაზღვევის სიტემაში იურიდიულ პირები ჩაერთნენ.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …