დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო ბოლნისი დაემატა

თბილისი (BPI) – ქართული ადგილწარმოშობის პროდუქტების რეესტრში კიდევ ერთი ღვინო “ბოლნისი” დაემატა. ის რეეესტრში მე-20 ღვინო გახდა.

“ბოლნისი“ თეთრი, ქარვისფერი, წითელი და ვარდისფერია.

„ბოლნისი“ თეთრი და ქარვისფერი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ბოლნისის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის, ჩინურის და გორული მწვანეს ჯიშის ყურძნისაგან.

“ბოლნისი“ წითელი – მხოლოდ ბოლნისის მიკროზონაში მოწეული საფერავის, თავკვერის, შავკაპიტოს და ასურეთული შავის ჯიშის ყურძნიდან.

„ბოლნისი“ ვარდისფერი – მხოლოდ ბოლნისის მიკროზონაში მოწეული ფერადყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშების გადამუშავებით, წითელი ყურძნის დურდოზე თეთრი ყურძნის ტკბილის დადუღებით ან თეთრი და წითელი ღვინოების შერევით.

არ არის ნებადართული ღვინო „ბოლნისის“ დამზადებისას ჩამოთვლილი ყურძნის ჯიშების გარდა სხვა ჯიშების გამოყენება.

ბოლნისის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი კლიმატი – ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, ნიადაგების მრავალფეროვნება, რქაწითელის, ჩინურის, გორული მწვანეს, საფერავის, თავკვერის, შავკაპიტოს, ასურეთული შავის ჯიშების ამ ზონისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მახასიათებლები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს ღვინო „ბოლნისის“ განუმეორებელ, მხოლოდ ამ ღვინისათვის დამახასიათებელ ორგანოლეპტიკურ თვისებებს. 

ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 19 დასახელება: ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი, ხაშმის საფერავი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …