დაფარული კრიპტომაინერების შეტევის მსხვერპლი საქართველო ნაკლებად აღმოჩნდა

თბილისი (BPI) – 2019 წლის პირველ  კვარტალში საქართველოს მომხმარაბელთა 2,72% დაექვემდებარა დაფარული კრიპტომაინერების შეტევას , მაშინ როცა  სომხეთში ეს მაჩვენებელი ადგენდა 3,23 %, ხოლო აზერბიჯანში – 3,06%.

2018 წელში საქართველოს მომხმარებელთა კომპიუტერების 9% იქნა რეგისტრირებული მაინერების ფარული დაყენების მცდელობა, 2017 წელში  კი – 6,73 %.  თუ სომხეთში ასეთი მომხმარებლების წილი შეადგენდა 2017 წელში 9,3% , ხოლო  2018 წელში -13%-ს, აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი შესაბამისად 5,28% და 7% იყო. ამის შესახებ  მოწმობს „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები. 

2019 წლის პირველ კვარტალში კომპანიის გადაწყვეტილებებმა აღმოაჩინეს მაინერების  11,971ახალი მოდიფიკაციისა  და შეტევის გამოყენება 1,197,066 უნიკალური მომხმარებლის კომპიუტერებზე.

კიბერკრიმინალები სულ უფრო მეტად ორიენტირებულნი არიან  განვითარებად ბაზრებზე  და მათ  ანგარიშზე ზრდიან თავიანთ შემოსავალს. მომხმარებელთა მოწყობილობებზე დამონტაჟებულ კრიპტომაინერებს   უფრო ნაკლები მოგება მოაქვთ  პროგრამა-გამომძალველებთან შედარებით, მაგრამ მათ ის უპირატესობა გააჩნიათ, რომ ამას აკეთებენ შეუმჩნევლად და უფრო  ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 

კრიპტომაინერებისაგან დაცვის მიზნით, ექსპერტები რეკომენდაციას აძლევენ მომხმარებლებს  ფრთხილად მოეპყრნან  უცნობი პირისაგან გამოგზავნილ შეტყობინებებსა და დანაღთებს, აგრეთვე რეგულარულად მოახდინონ ყველა  ყველა მნიშვნელოვანი ფაილის კოპირება,  განაახლონ ყველა მოწყობილობაზე  პროგრამული უზრუნველყოფა, ასევე გამოიყენონ სპეციალური ინსტრუმენტები, რომლებიც ავტომატურად აღმოაჩენენ ხარვეზებს და ატვირთავენ განახლებებს.

კომპანიებმა ყველა კომპიუტერზე და სერვერზე უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოების გადაწყვეტილებების დაყენება, კორპორატიული ქსელის ინფორმაციული უსაფრთხოების რეგულარული შემოწმება ანომალიებისაგან თავის არიდების მიზნით და ყურადღება მიაქციონ ჰაკერების ისეთ აშკარად ნაკლებ საყურადღებო მიზნებს, რომლებიც  გამოიხატებიან რიგის მართვის სისტემებში, POS -ტერმინალებსა და სავაჭრო ავტომატებში. საჭიროა ლეგალური პროგრამების საიმედო უსაფრთხოების  გადაწყვეტილებების გამოყენება  დანართების მართვის ფუნქციით, რომლებსაც გააჩნიათ  მავნე მოქმედებების თვალყურისდევნების ფუნქცია, ხოლო მუშა სადგურების დაცვისათვის და  არასასურველი პროგრამების გაშვების თავიდან ასაცილებლად გამოყენებული უნდა იქნას Default Deny ტექნოლოგია.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …