#დარჩისახლში და ისიამოვნე მუსიკით – მინერალური წყალი “ლიკანი” #SOUNDWAVE – ის სესიებს ახალი ფორმატით აგრძელებს

#მუსიკასთანახლოს შეგიძლია ერთფეროვანი დღეები გადააქციო განსაკუთრებულ წუთებად და დაიმუხტო ცოცხალი მინერალებით და მუსიკით. მინერალური წყალი „ლიკანი“ #SOUNDWAVE – ის საინტერესო სესიებს ახალი ფორმატით აგრძელებს. ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, ერთსა და იმავე დროს, 21:00 საათზე SOUNDWAVE Home Sessions – ცოცხალი მუსიკის ტალღა მინერალური წყალი „ლიკანის“ ფეისბუქ გვერდიდან (https://www.facebook.com/likani/ ) თქვენს სახლებში შემოიჭრება.
SOUNDWAVE ცოცხალი მუსიკის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი ქართული მუსიკალური პროექტია, რომელსაც კომპანია უკვე 1 წელია ახორციელებს. დასაწყისშივე, პროექტის მთავარ მიზანს თვეში ერთხელ მსმენელისთვის სხვადასხვა სივრცეში ცოცხალი მუსიკის შეთავაზება წარმოადგენდა. თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ქართველი მუსიკოსები, აკუსტიკური ლაივებით, ამჯერად თავიანთი სახლებიდან ჩაერთვებიან და ონლაინ რეჟიმში კითხვა – პასუხსაც გვპირდებიან. პირველ ლაივს ბარსელონადან Sexy Bicycle -მ უმასპინძლა.
დღეს, 31 მარტს, #SOUNDWAVE – ის მეორე სესია გაიმართება და კოტე კალანდაძე პირდაპირ ეთერში კონცერტს საკუთარი სახლიდან გამართავს.
„მინერალური წყალი „ლიკანი“ ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველ მუსიკოსებს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოვიფიქრეთ ლაივ სესიების ფორმატი, შესაბამისად, დავუკავშირდით ყველა პარტნიორ მუსიკოსს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობდა, ასევე გვეყოლება ახალი მონაწილეებიც. უკვე კვირაში ორ დღეს ერთი საათის განმავლობაში ცოცხალი მუსიკა შემოიჭრება ყველა ჩვენგანის სახლში. როგორც მუსიკოსები აღნიშნავენ, მათთვის აკუსტიკური მუსიკა კიდევ უფრო ახლობელი და საყვარელი გახდა,“ – პროექტის დეტალებზე საუბრობს მინერალური წყალი „ლიკანი“-ს ბრენდმენეჯერი, ტატა ქათამაძე.
აპრილის ბოლომდე მუსიკოსთა ლაივ კონცერტების განრიგი კი ასე გამოიყურება:
2 აპრილი – Nika Z Kocharov
7 აპრილი – George Sikha
14 აპრილი – Mebo Renard
16 აპრილი – Erekle Deisadze
21 აპრილი – Giorgi Marr
23 აპრილი – KID Jesus
28 აპრილი – Aine Merme FKA Natuka Natsvlishvili
#დარჩისახლში და ისიამოვნე მუსიკით! მინერალური წყალი „ლიკანი“ ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს გისურვებთ!

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …