დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციაზე ₾2 მლნ-მდე დაიხარჯება

თბილისი (BPI) – თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი დაიწყო.

მოწესრიგდება ეზო, გამაგრდება გალავანი და ტაძარი, აღდგება ერეკლეს აბანო.

კახა კალაძის თქმით, ეს ტურისტულად მიმზიდველი ადგილია და მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ტერიტორია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალ დონეზე რეაბილიტირებული. დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის  2 მილიონ ლარამდე (1 997 851 ლარი) თანხაა განსაზღვრული, სამუშაოები 16 თვეში უნდა დასრულდეს.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …