დაპირებისამებრ, ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი, მოვუწოდებ იმპორტიორებს, დროულად მოხდეს მედიკამენტების შემოტანა – პრემიერი

დაპირებისამებრ, ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი, ახლა იმპორტიორებისგან გვაქვს მოლოდინი, რომ დროულად შემოიტანენ ხარისხიან და იაფ მედიკამენტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხად.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ამ პროცესს აკვირდება.

„მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აქტიურად არის ჩართული. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმპორტიორებს, დროულად მოხდეს ამ მედიკამენტების შემოტანა, რაც ჩვენი ვარაუდით, ძალიან მალე გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

როგორ შევარჩიოთ წვრილი ტექნიკა სახლისთვის?

ბევრი ჩვენგანისთვის სამზარეულოში ტრიალი და კერძების მომზადება არა მხოლოდ ყოველდღიური მოვალეობა, არამედ საყვარელი პროცესიცაა, რომლის …