დაკრედიტების დასაშვები სიჩქარე 10-15%-ია

თბილისი (BPI) – სებ-ის პრეზიდენტი ბანკების მიმართ მსესხებლების შიშის დაძლევაზე აცხადებს. კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ მომხმარებელი უნდა გათავისუფლდეს იმ შიშისგან, რომ შესაძლოა სესხი ვერ დააბრუნოს.  ამისთვის მკვიდრდება პასუხიმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები.

დგინდება დაკრედიტების ზრდის ზედა ზღვარიც, მდრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამ დროისთვის 10-15%-ია ოპტიმალურად მიჩნეული. რეგულაციამდელი 18-20%, მისი შეფასებით არაჯანსაღია და რისკებს ქმნის.

კობა გვენეტაძე რეგულაციების გადამეტებაზე გავრცელებულ მოსაზრებას ემიჯნება. მთავარი რისკი მსესხებლის გადახდისუუნარობაა და არა გამსესხებლის პორტფელის ზრდის შენელება. ბიზნესუბიექტმა ბიზნესაქტივობა განყენებულად კი არ უნდა დაგეგმოს, არამედ მდგრადი განვითარების ზღვრული მაჩვენებლებით უნდა იხელმღვანელოს.

სებ-ის პრეზიდენტს არ ჰქგონია, რომ უცხოური კაპიტალის შემომტან საბანკო ჯგუფებს განწყობა ბიზნესაქტივობის დამუხრუჭებამ გაუფუჭოს, თუ ამას მდგარდობის კოეფიციენტები განაპირობებს.

მიაჩნია, რომ ადგილობრივი ბაზრის არაადგილობრივი მოთამაშეები აქაურ წესებს უნდა დაემორჩილონ.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ქ. თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და …