დავით წიკლაური საპენსიო სააგენტოდან კერძო სექტორში მიდის

თბილისი (BPI) – სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრმა დავით წიკლაურმა თანამდებობა დატოვა.

სააგენტოს განცხადებით, წიკლაური პოზიციას სამომავლო ინტერესთან კონფლიქტის თავის არიდების მიზნით ტოვებს და კერძო სექტორს უბრუნდება.

სააგენტო დავით წიკლაურის კომენტარსაც ავრცელებს, სადაც წერს, რომ მისი სამომავლო საქმიანობის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

“მადლობას გამოვთქვამ გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემთვის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოში მუშაობა ვფიქრობ, რომ იყო მეტად პროდუქტიული. საპენსიო სააგენტოს ჰყავს მაღალკვალიფიციური გუნდი და უპრეცედენტოდ მაღალი ნდობის მქონე საინვესტიციო საბჭო, რაც იძლევა იმის მოლოდინს რომ პროცესები წარიმართება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მე მივიღე გადაწყვეტილება კვლავ დავუბრუნდე კერძო სექტორს, დეტალების შესახებ კი, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – აცხადებს დავით წიკლაური.

 

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …