დავით ნარმანია თბილისის ადგილობირივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე სიტყვით წარდგა და ენერგეტიკაზე, ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. სემეკის თავმჯდომარემ მოდერატორობა გაუწია “მწვანე ეკონომიკის” სესიას, სადაც ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ენერგო წარმოების განვითარების მნიშვნელობასა და მის სოციალურ-ეკონომიკურ ეფექტიანობაზე.

თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-12 ფორუმის – „მდგრადი ეკონომიკური აღდგენა“ ფარგლებში ოთხი სესია გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა. თემატიკა შეეხებოდა მწვანე ეკონომიკას, მიგრაციის ეკონომიკურ გავლენებს, სესიებზე განიხილეს ინვესტირების აუცილებლობა, სოციალური პოლიტიკა და ურბანული სიღარიბის შემცირება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …