დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია აზიის განვითარების ბანკის  (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს მწვანე წყალბადის განვითარებისათვის სტრატეგიის შემუშავების, ენერგოდამგროვებელი მოწყობილობების რეგულირების საკითხები, იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე.

„საინტერესო და პროდუქტიული იყო შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან, განვიხილეთ ენერგეტიკის სექტორის განვითარების პოტენციალი და არსებული მდგომარეობა. დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ საკმაოდ მოცულობითია. სემეკი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში.   “ – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკში აზიის განვითარების ბანკთან  გამართულ შეხვედრას დავით ნარმანიასთან ერთად ესწრებოდნენ კომისიის აპარატის წარმომადგენლები.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …