დავით ბაქრაძე: საბანკო რეგულაციები უნდა გადიხედოს

თბილისი (BPI) – ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საბანკო რეგულაციები მოსახლეობას აღატაკებს. დეპუტატი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საპარლამენტო კომიტეტის მოსმენაზე ეპატიჟება და საბანკო რეგულაციებზე ანგარიშით წარდგენას მოითხოვს.

დავით ბაქრაძე რეგულაციებს მავნებლურს უწოდებს.

მისივე თქმით, რეგულაციების შედეგი უკვე გამოჩნდა: ათიათასობით ადამიანი დაზარალდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვას, იპოთეკური სესხის აღებასა და ბინის ყიდვას ვერ ახერხებს. “დაზარალდა ბიზნესი, შემცირდა ბრუნვა და დაიხურა მაღაზიები. გაიზარდა უმუშევართა დონეც.

“რეგულაციებმა იმ საშუალო ფენას დაარტყა, რომლის სტაბილურობაზეც დგას ქვეყანა”, – აცხადებს ბაქრაძე.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „Energy Week Black Sea 2026“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. …