დაბა სურამში, ბაიანთხევსა და გვერდისუბანში წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე ₾1,115 მლნ დაიხარჯება​

თბილისი (BPI) – გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტს ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში იწყებს.

კომპანიის ცნობით, ბაიანთხევისა და გვერდისუბნის დასახლებებისათვის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “ინდივიდ-პარტნიორი” შეასრულებს.

დასახლებებში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემები არ არსებობს, მოსახლეობა წყალს მთის კალთებზე არსებული მცირე დებიტის მქონე წყაროებიდან იღებს. პროექტის დასრულების შემდეგ 1200-მდე ადგილობრივს ათწლეულების განმავლობაში არსებული უწყლობის პრობლემა მოუგვარდება და უწყვეტი, ხარისხიანი წაყლმომარაგება ექნება.

პროექტის ფარგლებში აშენდება საქლორატორო და რეზერვუარი, მოეწყობა წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი და ქსელი, გამრიცხველიანდება 400-მდე ოჯახი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,115,036 ლარით ფინასესდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ნომბერში დასრულდება.

შემთხვევითი სიახლე

როგორ აზიანებს ბოთლის წყალი ჩვენს ჯანმრთელობას – ახალი კვლევის დეტალები

ახალი სამეცნიერო მიმოხილვის თანახმად, რომელიც მონრეალის (კანადა) კონკორდიას უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს, ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ბოთლის …