გურჯაანში კაკლის ბაღები გაშენდა

თბილისი (BPI) – გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, 7.3 ჰა-ზე, ახალი ინტენსიური კაკლის ბაღი გაშენდა.

ბაღი სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენდა. „ერთიანი აგროპროექტის“ ბენეფიციარმა, კაკლის ინტენსიური ბაღის გაშენებისთვის, სახელმწიფოსგან 43,000 ლარზე მეტი თანადაფინანსება მიიღო, რომლისგანაც 24,944 ლარი ნერგების თანადაფინანსებისთვის, ხოლო 18,325 ლარი საირიგაციო სისტემისთვის იყო განკუთვნილი.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, დაფინანსებულია ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 6,565 ჰექტარზე. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 35,414,767 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 2,562 ჰა მიწის ფართობზე.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …