გურამიშვილის გამზირზე, 3 400 კვ.მ ფართობზე სკვერი მოეწყობა

თბილისი (BPI) – ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N39ა-ს მიმდებარედ 3 400 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო სარწყავი სისტემა და ბორდიური. ამ ეტაპზე, ტერიტორიის ფილებით მოპირკეთება მიმდინარეობს. შესრულდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა და კაუჩუკის მოედანი, სადაც დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები.

„ამ მისამართზე არსებული საპარკე ინფრასტრუქტურა ძალიან დაზიანებული იყო. სკვერის გარშემო რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსია და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობა. გვერდით ასევე გამგეობის მიერ მოწყობილია სპორტული მოედანი და საერთო ჯამში, ადგილობრივ მცხოვრებლებს კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი სივრცე ექნებათ“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.

სკვერის სრული რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 153 201 ლარს შეადგენს. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …