თბილისი (BPI) – გუდიაშვილის მოედანზე რებილიტაცია კიდევ 12 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდება.
რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები კახა კალაძემ მინისტრთა კაბინეტს წარუდგინა.
მოედანზე სულ 26 შენობა-ნაგებობა რეაბილიტირდება, 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ქალაქის მერის თქმით, 14 შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ კიდევ დაემატა 12 შენობა-ნაგებობა. “საუბარი გვქონდა პრემიერ-მინისტრთან და არის თანხმობა დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოების დროს საინტერესო ნივთები იქნა აღმოჩენილი”, – განაცხადა კალაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2020 წლის შემოდგომისთვის იგეგმება. სამუშაოებს „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს. ფონდმა პროექტი 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო.