გუდამაყარში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება

თბილისი (BPI) – გუდამაყარში გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება. ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმის მშენებლობა უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ბიუჯეტი 397 000 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით.

პროექტის ფარგლებში ორ-სართულიანი შენობა აშენდება, რომელშიც გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი, ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციის ოთახი განთავსდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა და მუზეუმის აღჭურვა.

მიმდინარე სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე გაეცნო.

შემთხვევითი სიახლე

როგორ აზიანებს ბოთლის წყალი ჩვენს ჯანმრთელობას – ახალი კვლევის დეტალები

ახალი სამეცნიერო მიმოხილვის თანახმად, რომელიც მონრეალის (კანადა) კონკორდიას უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს, ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ბოთლის …