გოცირიძე თურნავასგან Wizz Air-თან და Ryanair-თან გაფორმებული ხელშეკრულებების გასაჯაროებას ითხოვს

თბილისი (BPI) – პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათელა თურნავას ოფიციალური წერილით მიმართავს და „ლოუკოსტერებთან“ თუ რა პირობებით აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაფორმებული ხელშეკრულებები ავიაკომპანიებთან Wizz Air-თან და Ryanair-თან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების გაცნობას მოითხოვს.

“გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა პირობებით აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაფორმებული ხელშეკრულებები ავიაკომპანიებთან „Wizz Air” და „Ryanair“.

ასევე, საქართველოს მთავრობის მხრიდან,  რა ფორმით ხორციელდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ოპერირებისთვის კომპანიების სუბსიდირება ან მარკეტინგული მხარდაჭერა, რამდენია დღემდე სუბსიდირებისათვის/მარკეტინგული მხარდაჭერისათვის გაწეული ხარჯები და რამდენი იქნება მოსალოდნელი ხარჯი?

სუბსიდირების გარა, „Wizz Air”-სა და „Ryanair“-თან გაფორემბული ხელშეკრულებები ითვალისწინებს თუ არა საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე სხვა სახის ვალდებულებების შესრულებას?”, წერია რომან გოცირიძის მიერ ნათელა თურნავას სახელზე გაგზავნილ წერილში, რომელიც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე უკვე აიტვირთა.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …