დღეს, 27 ივნისს გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართა ონლაინ რეჟიმში.
🟢 ბიუროს რიგით მერვე სხდომას გაეროს ESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ხელმძღვანელობდა.
🟢 საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ბიუროს წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ არსებული შემადგენლობით დღეს ბიუროს ბოლო შეკრება იმართება, ხოლო ახალი წევრების არჩევა 23 – 25 აგვისტოს დაგეგმილ გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის სტატისტიკის კომიტეტის მერვე სესიაზე მოხდება.
🟢 ბიუროს სხდომაზე გოგიტა თოდრაძემ ასევე ისაუბრა სტატისტიკის სფეროში თანამშრომლობასა და არსებული ვალდებულებების შესაბამისად ოფიციალური სტატისტიკის რეგიონულ და ეროვნულ დონეზე განვითარების შესაძლებლობებზე.
🟢 შეხვედრას ბიუროს წევრები, გაეროს ESCAP-ის სტატისტიკის სამმართველოსა და სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
🟢 სხდომის ბოლოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა გაეროს ESCAP-ის სტატისტიკის სამმართველოს და ბიუროს წევრებს ორი წლის ნაყოფიერი თანამშრომლობისა და გაწეული სამუშაოსათვის.
შემთხვევითი სიახლე
ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …