“გირჩის ბიბლიურმა სამართალმა” ახალი კონფესიები გააჩინა

თბილისი (BPI) – სამხედრო სამსახურში გაწვევიდან “გირჩის” მიერ
15 000 პირის დახსნის შემდეგ სხვა რელიგიური ორგანიზაციების აქტივობის ნიშნებზე ირაკლი სესიაშვილმა “მაესტროზე” განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილების წარდგენისას, რომელიც მღვდელმსახურების გამო რელიგიური პირების ჯარის სამსახურიდან გათავისუფლებას ზღუდავს.

ირაკლი სესიაშვილმა გაწვევის 40%-იან ჩავარდნაზე განაცხადა და სავალდებულო სამსახურის აუცილებლობაზე, რამდენიმე ქვეყნის მაგალითი მოიყვანა, მათ შორისაა ავსტრია, ასევე ლიეტუვა, რომელმაც სავალდებულო მსახურება გააუქმა და შემდეგ კვლავ აღადგინა.

“მაესტროლებმა” ინიციატორს ირაკლი სესიაშვილს ჰკითხეს რამდენად სამართლიანია ცვლილებები, როცა კონკორდატი მართლმადიდებელს არჩევანის საშუალებას აძლევს.

კათოლიკური ეკლესიის კანცლერმა აკაკი ჭელიძის ალტერნატიული შრომის არჩევანზე განაცხადა, რომ სამართლიანობის პრინციპი ირღვევა და მართლმადიდებლებისგან მიდგომის შეცვლას ელის. “კარგია ემსახურო სამშობლოს იარაღით ხელში”,- თუმცა ამასთან აცხადებს, რომ კარგი იქნება თუ მომავალ მღვდელს იარაღი არ ექნება ხელში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …