გიორგი შაგიძე ლარის გაუფასურებას ემოციურ ფაქტორებს უკავშირებს

თბილისი (BPI) – ჩვენი აზრით, ლარის გაუფასურება უფრო ემოციურია ვიდრე ფუნდამენტური, – აცხადებს თიბისი ბანკის ფინანსური დირექტორი გიორგი შაგიძე.

მისივე თქმით, დამაიმედებელია ეროვნული ბანკის საგადამხდელო ბალანსის მონაცემები. “საგადამხდელო ბალანსი გაუმჯობესებულია და რუსეთის ტურისტული ემბარგოს მიუხედავად, ეროვნული ბანკი მაინც ელოდება მის მცირედით გაუმჯობესებას”, – განაცხადა გიორგი შაგიძემ.

ბანკირი ემბარგოს უარყოფით გავლენაზეც ამახვილებს ყურადღებას, თუმდა აღნიშნავს, რომ ემბარგო რუსეთმა საქართველოს იმ დროს გამოუცხადა, როდესაც ქვეყანაში სხვა ტურისტებიც აქტიურად შემოდიან.

შემთხვევითი სიახლე

გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარებით ლიდერობს – Foodwatch-ის საგანგაშო მონაცემები

ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი …