გიორგი ფანგანი დამოუკიდებელ ორგანოებთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობის შეფასების კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი დამოუკიდებელ ორგანოებთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობის შეფასების კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო. ღონისძიება გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

„აღნიშნული კვლევა ერთი მხრივ ხელს უწყობს მარეგულირებელი ინსტიტუტის, როგორ დამოუკიდებელი ორგანოს გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ წარმოაჩენს იმ გამოწვევებს, რომელთა დაძლევაც უნდა მოხდეს უწყებების გაძლიერების მიზნით. სემეკი აქტიურად იყო ჩართული კვლევის პროცესში. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა და ხაზი გაესვა, სემეკის დამოუკიდებლობისა და განვითარების მაღალ ხარისხს“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.

დამოუკიდებელ ინსტიტუტებსა და მარეგულირებელ ორგანოებთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობის შეფასების შესახებ ჩატარდა კვლევა საპარლამენტო პროექტის ფარგლებში ბრიტანული ორგანიზაციის – „ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის“, (WFD) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტსა და მის წინაშე ანგარიშვალდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის არსებული თანამშრომლობის შესწავლა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეკომენდაციების შემუშავება.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …