გიორგი გახარია: მამუკა ხაზარაძე ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე 

თბილისი (BPI) – წერილი, ოქმი და კიდევ რაღაც დამადასტურებელი. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი,- ამბობს გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებაზე და განმარტავს, რომ ბოლო დროს ხაზარაძე ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე.

გახარია იმის დამადასტურებელ ოქმსაც ითხოვს, თუ როგორ გააქცია ინვესტორი ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

“არ არის კარგი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საგანი ხდება. ყოველთვის ვამბობდით და კიდევ გავიმეორებ, ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს, ის ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და ყველა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვექცეთ ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს,“- განაცხადა პრემიერმა

ამბობს, რომ ანაკლიის პროექტს სერიოზული ინვესტორები სჭირდება და ასეთი არ გვყავს და ეს პრობლემაა.

“სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს”.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე აღნიშნავს, რომ იქ არც ერთი სერიოზული უცხოელი და  ამერიკელი პარტნიორი არ დარჩა. “კიდევ რაღაც ინტერესებს აბრალებენ და ეს არასერიოზულია”

მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან” განაცხადა, რომ მაია ცქიტიშვილმა ინვესტორები პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …