გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ რადიო „კომერსანტზე“ – რომ არაფერი გამოგრჩეთ

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

ინსაიდერი წერს, რომ რუსეთი კიდევ  ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა დეფოლტს მას შემდეგ, რაც უცხოურ ვალუტაში დენომინირებული  ბონდების რუბლით გადახდის შესახებ გააკეთა  განცხადება ფინანსთა სამინისტრომ.

ტვიტერზე: ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი წერს, რომ შემდგომი სანქციები უფრო მეტად დაასუსტებს რუსეთის ეკონომიკას. კერძოდ, სრულად აიკრძალება რუსული ნავთობის იმპორტი, გაიყინება რუსეთის უმსხვილესი ბანკის აქტივები და რუსეთში  ახალ ინვესტიციებზე სანქციები დაწესდება.

ტვიტერზე: ,,გარკვევით განვმარტე, რომ რუსეთი  დაუყოვნებლივ გადაიხდიდა მძიმე ფასს მისი სისასტიკისთვის ბუჩაში“ – ასე ეხმაურება ბაიდენი ახალ სანქციებს. ენტონი ბლინკენი, სახელმწიფო მდივანი, კიდევ ერთხელ აკონკრეტებს, რომ სანქციები შეეხება რუსეთის უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს, პუტინის ორ და ლავროვის ერთ სრულწლოვან შვილს, ლავროვის მეუღლეს, რუსეთის უშიშროების საბჭოს 21 წევრს და ყოფილ პრეზიდენტ მედვედევს.

ევროკომისიამ დააწესა სანქციები რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტზე,  მაგრამ არ დაუწესებია ბუნებრივ აირზე. ბიზნეს ინსაიდერი ყურადღებას ამახვილებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს არ უსაუბრია ბუნებრივ გაზთან მიმართებაში.

ევროკომისიისა და ევროკავშირის სანქციების კომენტირებისას, ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერზე გააზიარა საკუთარი ინტერვიუ სიენენთან. სადაც ამბობს, რომ იმედგაცრუებულია, რადგან სანქციებში არ მოხვდა ნავთობი. ის თვლის, რომ ზოგდად კარგია ქვანახშირზე აკრძალვები, მაგრამ რუსეთის ბიუჯეტს უფრო მეტი ზიანი რომ მიადგეს, საჭიროა ნავთობ პროდუქტების აკრძალვაც.

FT: ევროკავშირი აფართოებს სანქცირებულ პირთა სიას და სავარაუდოდ ამატებს კიდევ ორ რუს ოლიგარქს. უმსხვილესი  სბერბანკის ხელმძღვანელს ჰერმან გრეპს და ე.წ ,,ალუმინის ოლიგარქს“ ოლეგ დერიპასკას.

Insider: სანქციებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა რუსეთში საავტომობილო ბაზარს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გაძვირებული და  რთულად ხელმისაწვდომია ავტონაწილები. შესაბამისად არის მოლოდინი, რომ ევროპულ და იაპონურ მანქანები რუსეთში ჩინური და ინდური წარმოების ავტომობილები ჩაანაცვლებენ.

რუსეთიდან გაქცეული ოლიგარქი ხადარკოვსკი აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკაზე  და რუსულ ელიტაზე გავრცელებული სანქციები ვერ ააღებინებს პუტინს ხელს უკრაინაში ომზე. ის თვლის, რომ საჭიროა პუტინისთვის თანმიმდევრული ძალის ჩვენება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

ინსაიდერი: ჩინეთი უარს ამბობს რუსული  ნავთობის შეძენაზე, ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე, მიუხედავად დიდი ფასდაკლებისა. პეკინი რუსეთისთვის აშშ–ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო ფრთხილობს.

CNN ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აშშ-ის ხაზინის მდივანი ღიად აცხადებს, რომ აშშ არ მიიღებს G20–ის სამიტში მონაწილეობას, თუ მას რუსები დაესწრებიან. იგი აღნიშნავს, რომ ეს არის მკაფიო გადაწყვეტილება.

FT: გლობალური ვაჭრობა მარტში, თებერვალთან შედარებით, 2.8%–ით შემცირდა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ დარტყმა მიაყენა საკონტეინერო გადაზიდვის ტარიფებს.

ცნობილი მიმომხილველი მარტინ ვოლფი წერს, რომ უკვე დროა რუსულ გაზს დაუწესდეს ბარიერები, რომ რაც შეიძლება მეტად გაურთულდეს ცხოვრება ვლადიმირ პუტინს.

სხვა თემები

ფორბსის მილიარდერთა სიის თანახმად უმდიდრესმა რუსებმა 2022 წელს საკუთარი ქონების დაახლოებით 27% დაკარგეს. 2022 წლის სიაში 117 რუსი მილიარდერის ნაცვლად მხოლოდ 83 პირი ფიქსირდება. ფორბსის სიაში 735 მილიარდერით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილზე – 607 მილიარდერით ჩინეთია.

FT წერს, რომ ევროკავშირის 27 სახელმწიფოში , 1-2 გრადუსით თერმოსტატებზე ტემპერატურის შემცირება დაზოგავს იმდენ ენერგიას, რომ ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთის გაზზე შესაძლოა 10%-ით შემცირდეს. ამასთან, ბიზნეს ინსაიდერის თანახმად, მეცნიერები გაეროს ანგარიშზე დაყრდნობით სულ უფრო აქტიურად საუბრობენ ალტერნატიული ენერგიის გამოყენებაზე, მათ შორის მზის ენერგიაზე, როგორც სანდო წყაროზე.

ბიზნეს ინსაიდერის კვლევის თანახმად, კრიპტოვალუტის  60%–ზე მეტს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში 25-დან 45 წლამდე ასაკის მოქალაქეები ფლობენ.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …