გვენეტაძე: პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების შემოღება აუცილებელი იყო

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში მომხმარებლის წერილს აქვეყნებს. კობა გვენეტაძე მათ მიმართავს, “ვინც მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების გაცემის თავგადაკლული მომხრეა!”

Facebook-ზე სებ-ის პრეზიდენტი წერს, რომ მსგავსი და თუნდაც გაცილებით უფრო მძიმე შინაარსის წერილს ბევრსდ იღებს.

“მაქსიმალურად ვცდილობთ, ასეთ ადამიანებს დავეხმაროთ, მაგრამ როცა ურემი უკვე გადაბრუნებულია, სამწუხაროდ, ბევრი არაფრის გაკეთება აღარ შეიძლება.

სწორედ ამიტომაც იყო აუცილებელი პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპების შემოღება, რაც უკვე ბევრმა ქვეყანამ გააკეთა.

პირადი მონაცემების დაცვის მიზნით ავტორს, რა თქმა უნდა, არ ვასაჯაროებ”, – წერს კობა გვენეტაძე.

რაც შეეხება მომხმარებლის წერილს, ეხება იპოთეკარს, რომელსაც გარკვეული პრობლემა შეექმნა ბანკში სესხის მომსახურებასთან დაკავშირებით.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „Energy Week Black Sea 2026“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. …