გვენეტაძე : თიბისი არის ფინანსურად ძლიერი

თბილისი (BPI) – “შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ “თიბისი ბანკი” არის ფინანსურად ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტი. გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადექვატური დონე, იმაზე მაღალი,  ვიდრე ჩვენს მიერ არსებული მოთხოვნაა. მიმდინარე საგამოძიებო პროცესი არ მოახდენს გავლენას საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან საქმიანობაზე”, – სებ-ის პრეზიდენტი 2008 წლის გახმაურებულ ტრანზაქციაზე და თიბისის 1 მლნ-ით დაჯარიმების დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

“კონფიდენციალური  ინფორმაციის დაცვა მნიშვნელოვანი გარანტია, რომ ზედამხედველობის პროცესი წარიმართება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”, – კობა გვენეტაძე თიბისის 15 ფილიალის დახურვასა და 200 თანამშრომლის გათავისუფლებაშიც უჩვეულოს ვერავერს ხედავს. მისი თქმით ეს და მსგავსი საკითხების კომპანიის გადასაწყვეტია.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის …