გვენეტაძე თიბისის საქმეს აპრილში დაუბრუნდება

თბილისი (BPI) – სებ-ის პრეზიდენტი პარლამენტში  აპრილში მივა. მან პარლამენტს წერილობით უკვე მიმართა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ერთდროულად 2 კომიტეტი იწვევს. ამიტომ კობა გვენეტაძემ კანონმდებლებს 2 საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვა შესთავაზა.

ეს საკითხებია თიბისი ბანკის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, 26 თებერვლის საკომიტეტო მოსმენაზე პირველადი შედეგების შეფასებისთვის რეგულაციების ამოქმედებიდან 3 თვიანი ინტერვალი მოითხოვა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „Energy Week Black Sea 2026“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. …