გერმანია საქართველოს €161,7 მლნ-ის დაფინანსებას გამოუყოფს

თბილისი (BPI) – გერმანიის მთავრობა საქართველოს 161,7 მლნ ევროს გამოუყოფს, აქედან 21,7 მლნ ევრო გრანტია.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა ქარინ იარ დე გერერომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ფინანსური თანამშრომლობის შესახებ.

მხარეებმა 2 დღიან კონსულტაციებზე გერმანიის მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

საინვესტიციო პროექტებს შორისაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, ენერგოეფექტურობის და გარემოს მიმართულებები. ასევე პრიორიტეტული მიმართულებებად დასახელდა პროფესიული განათლება, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და სხვა.

შემთხვევითი სიახლე

NASA: ვენერა შესაძლოა გეოლოგიურად „ცოცხალი“ იყოს

მეცნიერებმა იმის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ვენერა გეოლოგიური თვალსაზრისით „მკვდარი“ არ არის. ვენერა და დედამიწა ზომით …