გეოპოლიტიკური სირთულეები, რომელიც რეგიონშია და საწვავის ფასების ზრდას განაპირობებს – ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საწვავის ფასების რეკორდული მატების ძირითადი მიზეზი გეოპოლიტიკური დაძაბულობა და პოლიტიკური ფაქტორებია.

“გვესმის, რომ პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესი ამაზე მოქმედებს, მაგრამ ამას დამატებით ის გეოპოლიტიკური სირთულეები ემატება, რომელიც რეგიონშია და საწვავის ფასების ზრდას განაპირობებს. ჩვენთვის ეს აქტუალური საკითხია. საწვავი არის ბევრი პროდუქტის მდგენელი და შესაბამისად, ის ინფლაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ზოგადად, ინფლაციის დარეგულირება და დასტაბილურება იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკონომიკურ ზრდასთან ერთად. რთული ამოცანაა ამ ბალანსის მიღწევა, მაგრამ სწორი კომუნიკაციით შეგვიძლია მაქსიმუმი გავაკეთოთ. პროცესს ვაკვირდებით და სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია მივიღოთ მყისიერად გადაწყვეტილებები,“- განაცხადა დავითაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას განიხილავს – ახალი რეგულაციების მოლოდინში

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ ახალ ინიციატივაზე, რომელიც მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას …